სანამ განწყობას შეიქმნის კენტი
როს დაუბარევს ქარი დასავლეთს, გადიპენტება ნისლით კოლხეთი, მე მოვიგონებ მაშინ არაფერს, არაფერს დაწერს მაშინ პოეტი. სანამ განწყობას შეიქმნის კენტი, რომ მის გარშემო მზეებიც მოვა, მანამ არაფერს ექნება აზრი, არმოშორდება დარდი და შფოთვა. სანამ ბუნების ხიბლი აქვს კენტს, სანამ ლექსებით წალეკავს ფურცლებს, მანამ ეძიებს ყოველგან ღმერთს, და აიშენებს თავისთვის ბუდეს. სადმე შორს,ძირში ბებერი ღადოს, რომ ათოვოს და ლექსებით ბარდნოს, და რომ სარკმლიდან იგი დახატოს, რაც შეუგრძვნია გუნებით მარტოს. სანამ განწყობას შეიქმნის კენტი, სანამ დარდები მოუღებს ბოლოს, მანამ იქნება მის გვერდში ღმერთი, და სიგარეტი,მისი მარლბორო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი