რექვიემი ამხანაგზე
გაუშვი:fugazi-suplex ვიჯექთ ოთახში მე და კედლები, ღამეს ვუთევდით,ღამეს მთვარიანს, მეწყო ცხელ შუბლზე ცივი ხელები, და მიგამსგავსე წამით მარიამს. კრთოდა ვარაზი ჩემ სულში ღამით, მსურდა ამენთო დუღილში ცეცხლი, ვერ შევიქციე ვერაფრით თავი, და კვლავ ჩემს კალამს მოვხვიე ხელი. მცრიდა იანვრის ქარი ღამეში, იისფერ შუქის იყო ნათება, მე ვერ ვიპოვე ტკბობა რამეში, და სული ჩემი თავად დამნებდა. ანთებულ სანთელს ვუთვლიდი წამებს, როგორც საათი ქვიშის,შუშაში წაკიმარება სურდათ ჩემ თვალებს, თუმცა ზამთარი ცრიდა ქუჩაში. და მე შემიპყრო ფიქრმა სევდაზე, მსურდა გულიდან გამომეყვანე, არ ვოცნებობდი მე გაფრენაზე, მსურდა მეჩუქნა შენთვის კესანე. და რექვიემის გაისმა მღერა, პროცესიები იყო სცენაზე, სადღაც ბაღიდან ისმის სიმღერა, ამ გულის დარდზე და მის ტკენაზე. ვზივართ ოთახში მე და კედლები, და გამალებით ვაცეცებ თვალებს, დღესაც შენს ფიქრთა ომში ვებმები, დღესაც მომიტანს ქარი შენს ამბებს. ვზივართ და ველით გადათენებას, რომელიც ჩვევად დამჩემდა უკვე, არუყვარს ამ გულს გადამეტება, რასაც შეიგრძნობს მხოლოდ იმას წერს. ვზივართ ოთახში მე და ფიქრები, გარეთ კი წვიმა უკრავს რექვიემს, ჩემგან შორია შენზე სიზმრები, ისარს მიმზადებს ვიცი მეისრე. დამთავრდა ტალღა მღვრიე ოცნების, სულში ნატანჯი ძველი ქარია, მე მოწამე ვარ ახლა დროების, და შენთან მინდა ისევ ძალიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი