Il pleut
გაუშვი fugazi-sweet and low განთიადია,შუაღამე უკვე ილევა, სადღაც წამიღეს ღამის ფიქრებმა, ჩემ თვალწინ უკვე სილაჟვარდეა, ჩემი გრძნობები ქარში იღვრება. გარეთ წვიმს და თმებს ისევ მისველებს, წვიმის წვეთების ნაზი შეხება, ღამეა,კვლავ ვერ მოვისვენე, ახლა მომინდა შენი შეგრძნება. წვიმს,ოღონდ ნელა აუღელვებლად, თითქოს წვიმასაც არუნდა ყოფნა, თუ მოვისვენებ ამ ღამეს ნეტავ? თუ დაწყნარდება ფიქრები ოდნავ? შორეულ ღიმილს,წვიმაში ველი, გრძნობა ნატიფი დაჩაგრულია, ოთახი ჩემი დღესაც ბნელია, და ეს გრძნობები დამარხულია. გავიდა ხანი არ შეწყდა წვიმა, ზედ დამეფინა იებად წყალი, ახლა მხოლოდღა გაფრენა მინდა, ახლა შორია ჩემი საყდარი. გავდივარ გარეთ,ირგვლივ ბაღია, მხოლოდ ნაძვები დგანან უჩუმრად, ჩემთვის ცხოვრება - ეს სიზმარია, და გამოფენა ფიროსმანულად. წვიმების ახლა დგას ელეგია, პოეტი დარჩა მარტო სრულიად, ახლა ნაპირიც ჩანს დილეგია, და ის ქარებით დაღალულია. რა ვქნა მე სიტყვებს ვეღარ ვანაზებ, რადგან ეს გრძნობა ძალზედ მწველია, რატომ ვარსებობ ამ ქვეყანაზე? რადგან წვიმები მომხიბვლელია. განთიადია,შუაღამე უკვე ილევა, სადღაც მივყავარ არეულ ფიქრებს, ვუკიდებ ბალახს,მერე მიქვრება, დღესაც უდაოდ ვერ ვნახავ სიზმრებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი