rêve
(სიზმარი) სიზმარში ჩნდება ეგ შენი სახე, ისიც ხანდახან,სულ მცირე ხანით, ეს სიყვარული ყოფილა მახე, ვგავარ დასერილს მე ბლაგვი დანით. მტკივა ოცნება,რომელიც მამხელს, და არეულ გზის სისწორეს ვნატრობ, მე ამ ტკივილებს ლექსებში ვავლენ, და დუმილებში ძლიერად ვდარდობ. დანგრეულ იმედს მიტოვებს ქარი, ოცნება მიჰქრის ლურჯა ცხენებით, დღეს მიხარია,რომ არ ვარ მკვდარი, და კვლავ ვსულდგმულობ მე ზღვის ფერებით. გავიდა ხანი,ერთგული დავრჩი, შენი სულის და ლამაზი სახის, ეს გრძნობა ლექსში,ანაზად დავფქვი, და შევერიე გაფრენას ქარის. სიზმარში ჩნდება ეგ შენი სახე, ისიც ხანდახან,სულ მცირე ხანით, ეს სიყვარული ყოფილა მახე, ვგავარ დასერილს მე ბლაგვი დანით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი