ზეცის(იერი)
ვიძირებოდი მე შენს თვალებში, შენ კი ჰორიზონტს უმზერდი ნაზად, გესახებოდა ვნება სახეში, და გიზგიზებდა გრძნობები ალად. შენ გასცქეროდი ჰორიზონტს ზღვისას, მე მის ქიმებშიც გხედავდი შენ, და ვიძულებდი ღიმილებს სხვისას, მერე კი ხელზე გკიდებდი ხელს. შემდეგ კი ჩემსკენ მოაპყრე მზერა, და გადამფურცლე ძველი წიგნივით, მე კი ვფიქრობდი,ნუ შეწყვეტს ცქერას, რომ ჩემში იყოს დედის ფიცივით. შენს თმებს კი ქარი ათამაშებდა, მზე კი გვჩუქნიდა ლამაზ დაისებს, დაისებს შენი ყოფნა ალამაზებდა, ჰგავდი ბავშობის ტკბილ მოგონებებს. მე ვიცი,ამ თვალს,რომ შენზე მეტად, ვერსად ვერავინ ვეღარ მოხიბლავს, ვიქნები შენთვის,ვიქნები შენთან, და გულს ორივე ხელით მოგიტან. ჩემთვის კაშკაშა შენ ხარ ვარსკვლალი, და გზას მინათებს შენი მშვენება, მე შენით ვხვდები,რომ სილამაზეს, არ უწერია გადაშენება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი