ადამიანი
წლები გავიდა, სევდა კვლავ მახლავს, “ადამიანი”,რომ მქვია მიტომ, გრძნობებს ვერ ვმალავ, ლექსებში ვავლენ, და ყველა სტრიქონს, ვფუთავ ამ გრძნობით. შავია თითქოს, ჩემი ლექსები, თუმცაღა ვიპყრობ, მე ამ სიშავეს, და პოეზიის წყალში ვეშვები. მე ვინათლები გამთენიებით, პეიზაჟებით,სამყაროს ხელით, და ჩემი ნებით, მივილტვი მისკენ, რასაც პოეტი უნდა ელტვოდეს. გავა ხანი და სევდა დარჩება, “ადამიანი” დავრჩები მეც, ალბათ ერთ დღესაც ლექსი გაქრება, მაგრამ გრძნობები ვერ წავლენ,ვერ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი