მარები


ამ ტკივილების ჩაივლის ღამეც,
გაქრება ირგვლივ ქარტეხილები,
და ვგრძნობ გავყვები მათ მეც,
ურჩი პოეტი განაწამები.

თუ კი გაქრება ირგვლივ ქარები,
თუ კი სიმშვიდე დაისადგურებს,
წერაც მოკვდება,როგორც მარები,
და მეც გავყვები სულ სხვა სადგურებს.

ოღონდ რას ვიზამ მერე არ ვიცი,
რაღა იქნება ჩემი სამანი,
უსიყვარულოდ თოვლშიც დავიწვი,
ვერ გადავლახე ლანდი საზღვარის.

ჰოო,თუ გაქრება ღამით ტკივილი,
და თუ გაჩნდება ჩემში ღიმილი,
თუ კი შეიცვლის შავი ზღვა ფერებს,
და მე კი კალამს არ მოვხვევ ხელებს,
საერთოდ რა რიგ წავა ცხოვრება,
ვიცი,მომენატრება მე ზღვის მოსმენა.

ამ ტკივილების ჩაივლის ღამეც,
მე დასაწერი დამრჩება რამე?
მე დასაწერი დამრჩება სიტყვა,
რომელიც ჩემს გულს უნდა,რომ ითქვას.

თუმცა,სიტყვები ირახუნებენ,
ვეღარ შვეფუთავ სტრიქონებს გრძნობით,
პოეტს ქარები ინახულებენ,
პოეტს შეხედავს ყოველი ტრფობით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი