გულისცემა


მე გულისცემა მესმის უფერული,
ჩემი და ხშირად ვმარტოობ.
ნეტავ რა დღე იყო,დღე უდღეური,
შენ,რომ წახვედი და აღარ მნატრულობ.

და მე კი გნატრობ,ნატვრით დაღლილი,
ხანდახან ვიღიმი,ხანაც ვტირი,
გულში მე ისევ მაქვს ადგილი,
რომლის ექოც შენ სახელს ყვირის.

დგას აქ სიჩუმე,მუქი დარდები
მე კი კედელევით ვდგავარ,
თან აღარ მახლავს ია-ვარდები,
ყველა მცენარეს ვწამლავ.

აღარც არაფერს ვუვლი,
აღარ არაფერი მაქვს თან
ახლა უარესად ვღმუი,
რადგან ძილის თავი არ მაქვს.

ხანდახან ღამე მშვიდია ხოლმე,
სიჩუმე ქაოტურს ყვება ზმანებას,
შენ დაგჭირდება? ამ გულსაც მოგცემ,
თუ აგარიდებ წამებას.

მე გულისცემა მესმის უფერული,
ჩემი,და ხშირად ვმარტოობ,
ნეტავ რა დღე იყო,დღე უდღეური,
შენ,რომ წახვედი და აღარ მნატრულობ.

და მე კი გნატრობ,
და მე კი გელი,
როგორც ლაბუნი ბრუქსის გამოჩენას,
თვალზეა ცრემლი,
და გულით ვდარდობ,
რადგან აღარ მოხვალ,
უშენოდ ქვეყნად,ვერავინ მათბობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი