Aujourd'hui, le temps est différent


გადაიარა ზღვაზე ტალღებმა,
და ახლა ჩუმი ნიავი დაქრის,
დღეს სხვანაირი დილა გათენდა,
დღეს სხვანაირი ამინდი ყვავის.

გარშემო სუნი დადგა ყვავილის,
სწორედ ისეთი,რომ იყო მაშინ,
ახლა ეს გრძნობა უფრო ნამდვილი,
ქარში,ავდარში დგას,როგორც მარტი.

მე ვეგუები ბედს პოეტისას,
ჩემი სამძღვარი შორია მაინც,
გულში მე წყნარი სიმშვიდე მინდა,
მერე მივხვდები წავიდე საით.

გადაიფრინა ცაზე თოლიამ,
იმედის ამბად გვახარა თავი,
ჩემი ოცნება შენი ტოლია,
ჩემი სახლი კი ეგ ნაზი მკლავი.

გადაიარა ზღვაზე ტალღებმა,
და ახლა ჩუმი ნიავი დაქრის,
დღეს სხვანაირი დილა გათენდა,
დღეს სხვანაირი ამინდი ყვავის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი