მე-4


ღამეა ელავს შენზე ფიქრებით,
გულში მძვინვარე დიდი ქარია,
ამ ღამეს ისევ შენ მაფიქრდები,
სხვისი დანახვა არ მიხარია.

სხვაგან დაიძრა ეს ჩემი ნავი,
იმედი სულ სხვა ნავის მგზავრია,
მე შემოგწირე ნატანჯი თავი,
და ესეც გულით არ მიხარია.

ზღვამ გაიყოლა ყველა ოცნება,
არცერთი თვალით არ მინახია,
შენი ღიმილი ისევ მომყვება,
ეგ ნაზი სახეც,რაც მიხარია.

ლექსი დაიძრა ახლა მე-4,
შენზე რაც არის ყველა კარგია,
მე კი წავედი,ლაღად მეყოლე,
იცოდე ყოფა ეს სასჯელია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი