დღეს ღამეს ვათევ
დღეს ღამეს ვათევ, ყველა ოცნებას ვატან წყალს, შენზე ფიქრები აღებენ კარებს, იცი რას ვგავარ? სანაგვეზე მოსროლილ ვარდებს, ნიშნობამდე,რომ შეიძინა ვინმე ყმაწვილმა. რა დამავიწყებს მაგ შავ თვალებს, ჩემი სული,რომ დიდხანს ადიდა. ახლა ფანჯრიდან მოსჩანს ბურუსი, ჩემი ცხოვრება ქარბუქს წააგავს, ვთხოვ მე ტკივილებს იყოს მსუბუქი ბოლო მომეღო,აღარც დამთავრდა. დღეს ღამეს ვათევ, უკვე გათენდა. თუმც შენ რა იცი, ამ ტანჯვის კარგო, გამოვალ გარეთ,რომ ისევ გნახო, ან თვალი მოგკრა, მერე ვინანო. დავმთავრდი შტორმში,როგორც ზამთარი, ახლა ეს გული ებრძვის კაეშნებს, მე ამ ბრძოლაში დღესაც დავმარცხდი, ამიტომ ვიცი ხვალაც ვათენებ. და შენზე ფიქრებს მოვუყრი ბოლოს, ჩემთვის შენი ხმა ცაზე მეტია, დავრჩით მე და მე ახლა აქ მხოლოდ, და ჩემთან ერთად მხოლოდ ღმერთია. ისევ ნისლია გარშემო ახლა, გულში დარდები ისევ ბღავიან, ამბობენ ზამთარი ახლახანს გაგვცდა, მაგრამ ჩემთან კვლავ ცივი ქარია. დღეს ღამეს ვათევ, დღეს ღამე გამცდა, დღეს შენზე ფიქრი ირიბად დამსდევს, ხვალ მომინდება მე შენი ჩაკვრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი