ქარია
ქარია,წვიმს და ისევ მარტო ვარ, ყველაფერს ედება სიმუქე, შენ მუდამ ამბობდი მიყვარხარ,მახსოვხარ… და მაინც,რატომღაც მიმუხთლე. ქარია,წვიმს და ისევ მაფიქრებ, დუმილი ფანტავს ოთახში სარეცელს, მივდივარ არსაით,არაფერს ვაპირებ, ვზივარ და ვკითხულობ ნაწერებს. ქარია,წვიმს… ავყევი ფორიაქს, ღამეა გარეთ და იწვიან მუზები, ეს ღამე ახალ ლექსს მომიტანს, მომიტანს,ვიცი და ვჩუმდები. ქარია,წვიმს… წვეთები ჟალუზზე, ხოხავენ,თითქოსდა იბრძვიან, მე კიდევ ვოცნებობ აბსურდზე, აბსურდზე ოცნების ნიჭი მაქვს. ქარია,წვიმს და ისევ მარტო ვარ, ღამეა,ცრის გულში ტკივილი, ვინ იცის,იქნება გახსოვარ, ვინ იცის შევწყვიტო ტირილიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი