ღამე


როცა ღამე ჭედავს ქუჩებს,
როცა გულში ხინჯი ელავს,
მაშინ ვეძებ ყველგან ფურცელს,
რომ დავიწყო ლექსის წერა.

ღამე თითქოს მძივად აცვამს,
ტვინში ნაშობ მღვრიე მუზებს,
ისე მოდის,ისე ნათლად,
რომ შორიდან ვერც კი ვუმზერ.

უფრო ახლოს მოდის ღამე,
და ჩურჩულით მეტყვის ამას,
საბა წერე,წერე მალე
ელის ჩემგან ლექსად ამბავს.

და მეც ხელში ვიღებ კალამს,
ვუღებ კარებს ნაშობ მუზებს,
მე ამ კარებს არ ჩავრაზავ,
მოვრთავ ლექსით ღამის ქუჩებს.

ვუმზერ ნაპირს და ზღვის ტალღებს,
ავაყოლებ კალამს ჩემსას,
სინქრონულად ვხუჭავ თვალებს,
და იმ ბნელში,მე შენ გძერწავ.

მერე ვავლებ თვალს გარემოს,
როგორ ერთვის ჩემს გულის ხმას,
ვთხოვ ბუნებას კვლავ მაჩვენოს,
გამარჯვება და ლურჯი ცა.

ახლოს მიმაქვს ყველა წამი,
პოეტური ქართა ქროლვის,
ვიცი, დამსჯის ჩემი თავი,
რადგან ვიცი ფასი ტრფობის.

ახლა ბნელი ავსებს ნაპირს,
მელანი კი ლურჯად ჟონავს,
ლექსის წერა მე ვერ დამღლის,
ეს აჩერებს მხოლოდ გლოვას.

ეჰ,ღამეო ვერსად ვჰპოვე,
ქვეყნად უკეთესი მოძმე,
მაპატიე,რომ მეც გტოვებ,
როცა მიტევს ძილი ხოლმე.

მთვარე ჩუმად აზამბახებს,
გალასეულ შუქთა ფენას,
მხოლოდ ლექსი ალამაზებს,
ონტოლოგიელთა ვლენას.

როცა ღამე ჭედავს ქუჩებს,
როცა გულში ხინჯი ელავს,
მაშინ ვეძებ ყველგან ფურცელს,
რომ დავიწყო ლექსის წერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი