დანაკარგისი
ბუნების შრამი ეტყო ჩემ კალამს, და თითქოს ქარი არხევს ამ ფურცლებს, აპრილმა მარლი გამომაცალა, მარტო მივყვები ახლა ძველ ქუჩებს. სიკვდილის ლაშქარს ვატან დროებას, არცერთი წამით ის არ ჩერდება, ეს სული ცდილობს სხეულს მოებას, და ისმის ყველგან მისი ვედრება. და რა შეძლებაც ჰქონდათ ამ ქარებს, ბოლომდის გულზე მირხევდნენ ტოტებს, რა მეგობრობა სცოდნიათ ძაღლებს, და თურმე,რა რიგ დარდებით გტოვებს. გაზაფხულები დანაკარგისით, მზე წამიერად ისევ ჩამიქვრა, მე ხიბლი მქონდა იმ დასაწყისის, რომელიც დღემდე ვეღარ ამიხდა. ავტოგრაფივით დამამჩნია აპრილმა სევდა, და მის მზის გულში ჩაიმალა ყინვა ზამთარის, ესეც გაივლის,ჩაიარს! დედა.. სახელს მოიხვეჭს ჩემი კალამიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი