არაფრისი


და გზა,რომელიც არ მიდის არსად,
და არ ჩერდება არაფრის ფასად,
მაშინ რა არის მოტივი ჩემი,
ლექსის წერა თუ ტყვიების თავსხმა?

იცით სტროფებო არ ვიცი ახლაც,
რა არის ჩემი ნამდვილი დამღა,
მე ბავშობიდან არაფრის მწამდა,
და არვიცოდი ქვეყნად რა მწადდა.

არც ახლა ვიცი,მივყვები შარას,
მკვდარი თევზივით მივსდევ დინებას,
ბნელი შორეთი მე გულს მიბზარავს,
და ასე ვცდილობ დღის შემცირებას.

ისევ ამბოხად  დავრჩი პოეტო,
ვუწერე ფურცლებს ყველა ნაფიქრი,
უიმედობა ამ გულს მოედო,
რადგან აღარ ჩანს არსად ნაპირი.

ზღვა,მუქი ფერის არის სავანე,
ჩვენ ორივენი ერთად განვიცდით,
რომ მე ვერ გავხდი ის სათაყვანე,
რომელსაც დედა ალბათ კვლავ უცდის.

ასე ნარევი და უგზო-უკვლო,
რატომღაც ვირჩევ ტყვიების თავსხმას,
ალბათ ამ ყოფას უნდა გავუძლო,
რადგან არვიცი სხვა მე რაღა ვქნა.

(პოეტი დაბნეულია)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი