შეპყრობილი ვარ


საღამო იდგა,
მუქნარევი უალერსობის,
სიმწარის სუნი რეცეპტორებს წამში მოედო,
გულში იფეთქა ალმა,თითქოს უამინდობის,
და ყველაფერი - ყველაფერს, ძველებურად აღარ მოერგო.
შენ კი გტანჯავდა საღამოთი სახლში შემოსვლა,
და ბოლო ღერის ხილვა კოლოფში.
გულში გეჯდა არა წინა სვლას,
და ეფლობოდი იმ ძველ ორმოში.
“იმ ძველ”,რადგან ისევ იქა ხარ,
საიდანაც ასვლას ლამობდი.
ახლა რად იქეც?ნუთუ ფიქრად ხარ?
მაგ ფიქრებს ადრე უფრო ალბობდი,
მზის სხივის ძალით,
ხალხთან კონტაქტით,
და დარდის მალვით,
მარტო ოხრავდი.
ახლა კი იწყებ გამოფენას,თითქოს მშრალი ხიდი ხარ,
სიძველეებით თავს იწონებ უფესვო ბერწო,
წინ სვლას რა უნდა,მაგრამ მაინც უკან მიდიხარ,
და ფიქრობ,თურმე ბედი შენ ასეთი გერგო.
ახლა ჩუმი ხარ.
პარაზიტივით აწრიალდნენ მოგონებები,
შენი გონება შეუპყრიათ ნაწვიმარ ქუჩებს,
შენ რა გაფუჭებს,შენ რა გაფუჭებს,
ფიქრობ და ისევ გეხვევიან გარს ეს ხელები.
ხელები ცოდვის,
ხელები მოთქმის,
ხელები ლტოლვის.
ხელები მოვლის,
აღარსად ჩანს,ბიჭოვ პოეტო.
გადათეთრდი შენ მსგავსად თოვლის,
დრო ვერ დაგიდგა,რომ გონს მოეგო.
საღამო იდგა,
ქროდა ნიავი,
სულ ცოტას წვიმდა,
სულ ცოტა გინდა,
კაცს,რომ აიმღვრე.
იდგა გაზაფხული,
იპარებოდა აპრილი წვიმით,
იყო დაღლილი ახალგაზრდა პოეტის სული,
დარდებით,სევდით,ოხვრით და ფიქრით.
მიტოვებული მაისივით,ვერ გაიხარებს,
ის ვისაც სწამდა ერთ დროს სიკეთის,
ახლა ვერავის ვერ გაიკარებს,
გარდა სიზმრების,
სადაც იგი ხანდახან მოდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი