ზამთარიანი


ჰგავდა ზაფხული ზამთრების ღამეს,
იყო სიცხე და გულს კვლავ ციოდა,
მოჰქონდა ფიქრი გალეულ მთვარეს,
და ეს ფიქრები ამ სულს სტკიოდა.

მანახევრებდა წარსულის ნამი,
მომავლის ველზე წამოწვეთილი,
და დარდის იყო ყოველი წამი,
დროთა და ხალხთა ფეხით თელილი.

მედარდებოდა ჩემი გონება,
მიტოვებული წიგნების მიერ,
მედარდებოდა და ეს გოდება,
კვლავ წააგავდა ლილიტსა ცბიერს.

მასულდგმულებდა მხოლოდ თამბაქო,
რომელიც მკლავდა ჩუმად და ნელა,
რად დარჩი გულში ასე ზამთარო,
რად გსურს,რომ ბოლო მომიღო ხელათ.

ასეთი გლახა ოცნების მერე,
რაც გინდა ის თქვი პოეტო ჩემო,
დაბრძანდი ღამით,თუ გინდა წერე,
სხვებმა რა იცის მაგ დარდის გემო.

სხვებმა რა იცის რა გაწერინებს,
ტკივილნარევი ლექსების სტროფებს,
მათ რა იციან რა გაბედინებს,
ან რით მოიგებ ღამეში ბრძოლებს.

ყოველი ღამის თენების შემდეგ,
სულ სხვანაირი ხდება გონება,
მომაგონდება მე წლების მერე,
ეს სიტუაცია და ეს ოცნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი