ქალაქი დუმს(წყევლა)


ქალაქი დუმს…
ვუცქერ წვიმების ვარდნას,
მე რა მსურს?
სურვილები საერთოდ არ მაქვს.
ქალაქი დუმს…
ვუცქერ ქარების შრიალს,
მე რა მსურს?
(არვიცი)მივიღებ ღვინოს და თრიაქს.
ქალაქი დუმს…
ვუცქერ დანამულ ქუჩას,
მე რა მსურს?
(არვიცი)ჩემ თვალებს დარდები უჩანს.
ქალაქი დუმს…
ვუცქერ წვიმიან სურათს,
მე რა მსურს?
(არვიცი)უქონელს ვაჩუქებ ხურდას.
ქალაქი დუმს…
ვუცქერ მტრედების ჯგუფს,
მე რა მსურს?
(არვიცი)ჩაითრევს ტალღები დატანჯულ სულს.
ქალაქი დუმს…
ვუცქერ ნამთვრალევი დუმილებს,
მე რა მსურს?
გავარტყი სულ ყველა სურვილებს.
ქალაქი დუმს…
ვუცქერ მარილით დაფარულ ზღვას,
მე რა მსურს?
(არვიცი) არ ვიღებ ხმას.
არ ვარღვევ დუმილს,
მე ხმაური მკლავს.
ქალაქი დუმს…
მეეზოვე იკავებს ფორჩხს,
ნეტავ მას რა სურს?
ალბათ ისიც გადის ომსს.
ქალაქი დუმს…
მის თვალებში ვიპოვე ღმერთი,
ქალაქი დუმს…
მეეზოვე ფორჩხს იღებს ხელში.
ქალაქი დუმს…
ყვავილებს მოვხვიე ხელი,
მე რა მსურს?
(არვიცი) თავიდან ფეხებამდე ვარ სველი.
ქალაქი დუმს…
ვუცქერ იმედგაცრუებულ თვალებს,
დედისას,
მე თავი მძულს.
და რა აზრი აქვს რა მსურს,
როცა მე ვკარგავ აზრს,
ქალაქი დუმს,
და ვკარგავ თავს,
ქალქი წუხს,
დედა,არ ვგავარ მათ.
ქალაქს რა სურს?
ქალაქი დუმს,
ჩაება დუმილებს,
ექოა,გავარტყი სურვილებს,
ქალაქი ამბობს,
მე კი თამბაქოს ნაფაზს,
ხსნადი ყავით ვალბობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
electro-ego-ikoვერლიბრი7 თვის წინ

🤯⭐️🤩

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი