ტყვია
სიზმრად ვერაფერი ვნახე, გარდა ყვავილებისა, საოცარი სევდით მკლავენ, სხივები,დილით,გაღვიძებისას. ამტანია ეს სხეული, საუცხოოდ უძლებს დროს, კვლავ მარტო ვარ,კვლავ ეული, კვლავ ვიგიჟებ ასე გონს. დავამთავრე 20 წელი, გავაყოლე წლები ქარებს, ვინ მიხვდება რა შევძელი, ვინ მიხვდება რა მაწამებს? განაჩენი პოეტისთვის არის მხოლოდ ერთი, არაქვს აზრი ნების ძალას, მხოლოდ მეგობარი რჩება ღმერთი, იცი საბა? წლები გავა, შენ დარჩები ისევ კენტი, თუმცა იცი მეგობარო? არ ინატრო ქვეყნად მეტი, ვიცი,ადრე გეგონა რომ, ყვავილს ქონდა გრძელი ფესვი, ახლა ხვდები როგორია, მარტო დარჩენილის ხვედრი. ზღვაზე ისევ ტალღებია, შენზე ერთი კიდევ შევსვი, ვაი,მე იმ გამთენიას, შენზე ფიქრებს კვლავ,რომ მესვრის. ვერ ვაჩერებ ახლა სიტყვებს, თავში ხმები იზრდებიან, დავიხლიდი გულში ტყვიებს, დავიხლიდი,გამთენიას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი