იმუქებს


ღამეში სითბომ დაკარგა ძალა,
ღამე მუქია და ფიქრით გერჩის,
იგი არასდროს არ ეძებს საბაბს,
მხოლოდ შენა ხარ ვისაც ეგ ესმის.
ვისაც დარდებით მართავენ ხოლმე,
ვისაც სინანულს აჩვევს ბუნება,
შენი სხეული,წააგავს მოქმედს,
თუმცა ეგ სული ეფაჩუნება.

სული სხეულის არგავს თანატოლს,
შენი ფიქრები უფრო ბერია,
თუ კი დაუცდი მაინც თანატოსს,
ვინც ზურგს შეგაქცევს მხოლოდ ღმერთია.
აურზაურში გონი ჩაგითრევს,
ღამით,როდესაც წყვდიადი გმოსავს,
ფიქრის მეწყერი ისევ წაგიღებს,
შორს მიწისაგან ცარიელ ოდას.

ღამით კი ისევ გელის იგივე,
სასთუმალთ ისევ ტანჯვა გექნება,
სანამ ეგ გული არ სძევს სიმშვიდეს,
და აგრესიას ეპაექრება.
მერე კი მაინც გელის შამათი,
მეფე ხარ ოღონდ უთავო მეფე,
გვიან მიხვდები არ ღირს თამაში,
გვიან,ნატანჯი დღეების მერე.

ამბავს მოგითხროს ქარების ქროლვა,
ატირდებიან შავი ღრუბლები,
და ჩაგიცხრება დიდების ლტოლვა,
შენში იღვიძებს ადამიანი.
ღიმილს მოგიტანს ყვავილის კონა,
ღიმილს,რომელსაც ასე ელოდი,
და გაიღვიძებს შენში ის გრძნობა,
რომლის გამოსვლას ღამით ებრძოდი.

(შენც გაგიმართლებს,მეც და ყველას,ვინც ეს დაიმსახურა. გამაგრდი,ყოველთვის როცა ქარია,მზეც გამოდის ხოლმე)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი