ცა შეიღება ლურჯად


ცა შეიღება ლურჯად,
თეთრი ღრუბლებიც მოსჩნას,
მე მივყვებოდი იმ გზას,
რომელსაც შენი სურნელი მოსავს.

შენ მიჰყვებოდი მთვარეს,
და ისწრაფოდი სხვისკენ,
მე ეს გრძნობები მჭამენ,
შენ კი მიდიხარ ისევ.

ისევ ჩაივლი იმ გზას,
სადაც ვიარეთ ორმა,
ახლა მივსტირი მიწას,
სადაც შენი ნაბიჯი მოსჩანს.

ახლა დავდივარ კენტი,
ღამეა ჩემი მოძმე,
შენ მომაშორე ხელი,
მე ეგ ხელები ვკოცნე.

შენ გაუყევი სხვა გზას,
მე კი შემოვრჩი ძველს,
ისევ მარიდებ შენ თვალს,
ისევ მიჰყვები სხვებს.

მე კი დავდივარ კენტად,
ჩამორჩენილი ცხვარი ვარ ფარის,
შენ მომევლინე ღმერთად,
და მიმატოვე იუდასავით.

ცა შეეგება წუხილს.
თეთრი ღრუბლებიც მოსჩანს,
მე შემადარეს წუხელ,
ბებერი მთების გლოვას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი