31 მაისი


ქარები ისევ მაისის,
ქარები,წვიმები მაოცებსს,
ნისლია,არმოჩანს დაისი,
ტალღები სიჩუმეს აპობენ.
მარტო ვარ,სამყარო გამივლის,
ამ ტკივილს წავუღებ თანატოსს,
რა ხდება,წვიმაში დავიწვი,
არა ჰგავს სხეული ამ სულის თანატოლს.

ჯალათებს ჩამოჰგავს სიმღერა,
სიმღერა ამ ყურის მომკვლელი,
უშენოდ ვარ ისევ,ისე რა,
არა მყავს უშენოდ მომვლელი.
ეგ სახე ღიმილის მომგვრელი,
ნაზი და ნატიფი ერთბაშად,
გაცდება ცხოვრებას ეს წუთისოფელი,
დავრჩები მხოლოდღა ეკალად.

გულს აპობს ღამეში ფიქრები,
გამიშვი მაისო,დაგნებდი,
გამგმირეს ამურის ისრებით,
ოცნებით,იმედით დავეცი.
მაისის ქარი ქრის ამაოდ,
ამბები მოდიან შორიდან,
ამ გულმა სათქმელი დამჩაო,
და სულმა ყოველი მოუკლა.

სარკე და ცრემლები ირევა,
ნიღბები სცვივიან ალმურით,
ქარებში ნაძვები ირხევა,
არცერთი ჩემიდან დარგული.
გააპობს სიჩუმეს შავი ზღვა,
დაარღვეს კომფორტს და ალიონს,
არსაით იქუხებს ჩემი ხსნა,
დავჯდები და მოვსწევ ყალიონს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი