სახიფათო შინაარსი
გარეთ წვიმდა,ქუჩა იყო მშვიდი, გასათევი ჰქონდა პოეტს ღამე, ადარდებდა მხოლოდ ერთი ფიქრი, თუ შეძლებდა მომავალში რამეს. გადიოდა უშედეგოდ წლები, ხელს უშვებდა ყველანაირ საქმეს, ასეთია თურმე ბედი მწერლის, ეს ფიქრები ყოველ ღამით ჭამდნენ. მიაპობდა თითქოს ზღვაში ტალღებს, ლექსის წერით იოხებდა ტკივილს, ამით კლავდა ჩაბუდებულ სათქმელს, ურჩევნოდა დაღონებულს ტირილს. ინახავდა გულში რამდენ რამეს, ძველ პიჯაკში ატარებდა სინდისს, ღამით სჭამდა მთვარე, დილა კიდევ სულ არ იყო მისთვის. ყველა ნაბიჯს ის აყრიდა მიწას, არეული კვალი ჰქონდა პოეტს, არ ჰკიდებდა ხელს არაფერს სხვისას, მხოლოდ მისით მიდიოდა შორეთს. გარეთ წვიმდა,ასველებდა თქეში, იყო მისთვის,იყო ასე რთულად, და დროდადრო იღვიძებდა მხეცი, სწორედ მისი მოშორება სურდა. გარეთ წვიმდა,ვერ იპოვა კერა, ხმაურობდა კალმის ტარი ხელში, წერა იყო მისი ბედისწერა, ადარდებდა ყველა კაცის ბედი. გარეთ წვიმდა,ზღვაზე იდგა ვერცხლად, გაჰყურებდა ჰორიზონტის მხარეს, იყო ჩუმი,იყო ახლოს ღმერთთან, და ფიქრობდა, მომავალში,შევძლებ რამეს ღმერთო? სიჩუმეა, გაირინდა ტყენი, შენი საქმის მე რა ვიცი განა? კალამს სტაცე ეგ უძირო ხელი, სხვა რის შეგწევს შენ პოეტო ძალა. სიჩუმეა, შუა ღამე მიდის, გაეცალა ყოველივეს მიწა, ძველ პიჯაკში ატარებდა სინდისს, და ცხოვრება მან ნაგლეჯებს მისცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი