წვიმისანი


გარეთ საღამო ისველებს კალთას,
წვიმის წვეთებით და თბილი ქარით,
ამ დროს კი გულში რაღაცამ გამკრა,
ეს იყო სევდის და დარდის კვალი.

წვიმის წვეთების იწყება ვარდნა,
და ლექსის წერის დასდევს სურვილი,
როგორი იყო ნეტავი ჯვარცმა,
ანდაც,იმ ხალხის მწარეს დუმილი.

და ეს ფიქრები ლამობენ გასვლას,
სწორედ წვიმების უყვართ იერი,
ყველას ცხოვრება ყოფილა ჯვარცმა,
და ყველა სული არს მანკიერი.

წვიმავ რად მავსებ ამგვარ ფიქრებით,
გული დაღალა დარდების ზიდვამ,
ისეც არც ვცხოვრობ ხვალის იმედით,
და ამ საღამოს რატომღა მიკლავ?

ჩანს ეს წვეთები ჩემსას არისმენს,
და გამუდმებით მიბზარავს სხეულს,
ის გადაღებას აღარ აპირებს,
სურს რომ მიყუროს გადაღლილს,ეულს.

გარეთ საღამო ისველებს კალთას,
გულში უწყვეტი ცივი ქარია,
გადავიყრები ალთას და ბალთას,
მაინც არსად ჩანს ის რაც მწადია.

გადავიყრები შორეთს და წავალ,
ჩემი ლექსისთვის ურჩი ღამეა,
მე ამ ტკივილებს ვეღარა ვმალავ,
და რომ ვივსები უფრო მწარეა.

ახლაც ფიქრებით ავიწყე ნავი,
ღუზა კი არ მაქვს,რადგან არ ვრჩები,
რა უცნაური ყოფილა წამი,
როცა გიჭირს და მაინც ადექი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი