Reverie d’un promeneur solitaire
(ნაოცნებარი მარტოხელა მოარულისა) ნეტავ ოდეს,მე თუ მივაღწევ მიზანს, მიმავალი ვფიქრობ ამას, რას ვუამბო მე რა მშიგნავს, რად დამყვება დარდი ხატად. ვფიქრობ,ასე მოარული, ოცნებები რჩება გზაზედ, ნეტავ რად ვარ მოყვარული, სევდაზე და ცრემლის ღვრაზე. მიდის ასე ჩემი ქანცი, ფიქრებს უმად შევუპყრივარ, ისევ დამსდევს ძველი ლანდი, ისევ კენტი,ეული ვარ. ვრჩები უკან,ვჯდები მარტო, ვუცქერ ზღვაზე ტალღის ქიმებს, ლექსი დარჩა ჩემთვის სანდო, წერა უშვებს ჩემსკენ სხივებს. იქნებ,რამემ დამიამოს, მომირჩინოს ეს ტკივილი, ნეტავ მალე გამიაროს, არ ისმოდეს ეს ყვირილი. მზე ზღვას ნაზად მიესვენა, მუქი ფერის იწყო დენა, ნიავს გული მიეგება, უნდა ქარი,უნდა ფრენა. ახლა ღამე იწყებს ჭედვას, საფიქრალის და მიმზადებს, არ აპირებს მომცეს შვება, ჩემი ტანჯვა განიზრახებს. მარტოხელა მოარული ვზივარ კენტად, ვერ ვიხსენებს მიზანს ჩემსას, ასე ვიცი,ვერ მივაღწევ ბევრსა, თუმცა ხომ ვწერ? გული მაინც ფეთქავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი