Reverie d’un promeneur solitaire 2


(ნაოცნებარი მარტოხელა მოარულისა 2)

ნეტავ ოდეს,მე თუ მივაღწევ მიზანს,
მქონდეს ლაღი სიმშვიდე,
არ მივყავდე ტკივილს მის გზას,
და გარდასულ დღეებს ხელებზე არ ვითვლიდე.

როდის გავლენ წლები,არვფიქრობდე მინდა,
ვიყო მინდა ჩემთვის,ვიყო მინდა მშვიდად,
მინდა ვწერო ბევრი,ბევრი ლექსი მინდა,
მინდა მქონდეს დღენი,სიმძიმილის მიღმა.

ოცნებაა ჩემი,ბოლთა მეშვას მინდა,
ვიყო წყნარი კენტი,სიწყნარე მაქვს მიზნად,
შორეთს ვიყო მინდა,სიშორე ზის ლხინად,
მინდა მივწდვე ზეცას,ზეცა იყოს ჩემად.

მარტოხელის ფიქრებია ბნედვა,
სიმარტოვე მწვრთნის და ნელ-ნელა მჭედავს,
ისეთ მრავალფერებში,რომ მცილდება სევდა,
მოვიცილო მინდა,მივაყოლო შენს გზას.

ბოლოს მინდა ბარში ვიჯდე ჩემთვის ისევ,
მინდა ნაწერები ცეცხლის ალებს მივცე,
დავისვენო იქნებ,ჩემეურ გზას მივჰყვე,
თუმცა ოცნებები
რჩება ოცნებებად..
მიზანთროპი ისევ,ძველებურ გზებს მივსდევ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი