მუსიკა და წელიწადის დროები
სამყარო,თითქოს ისევ შუაზე გაიყო. ოთახს საკმაოდ ნათელი ფერი აქვს, მაგრამ ეს კედლები ახლა ისე დაყუდებულან, მათი მდუმარება ერთგვარად სიბნელის აზრს სძენს აქაურობას. ახლა ზედმეტად მუქია ჭერი. ჩემი ლოგინი ყველაზე მეტად რბილი, და თვალები საოცრად დასვენებული. ——- -შენ ვერ გამიგებ მეეეეეეეეე… -არარის საჭირო გაიგო შეენ,თუ სად მივდივარ მე! -ძალით მაჭრიდნენ თმეებსს… -შენ ვერ გამიგებ მეეეეე -შენ ვერ გამიგებ მეეე —— ყურსასმენიდან სიმღერა გაისმა. წერილი,გავიფიქრე და სიამოვნებით მივაყურადე. სხეული იმდენად დასვენებული მეჩვენა,ვფიქრობრი ახლა მარათონში გარბენასაც კი შევძლებთქო. ეს ფიქრები ცოტათი უჩვეულოა ალბათ ფეხმოტეხილი ადამიანისათვის, მაგრამ ჩემსკენ ასეც ხდება ხოლმე. მუსიკა…. მუსიკა,თითქოს ერთადერთი საშუალებაა ამ ფიქრების შეჩერებისათვის. მუსიკა ჩემ ტვინში სწორედ ისე დადის,როგორც დანიელი ვეფხვებში. თითქოს დანიელი მუსიკაა,ფიქრები კი მტაცებლები. ჩემი ტვინი,გამუდმებით ფიქრით არის დაკავებული,წარმოიდგინეთ ქარხანა,რომელიც 24/7-ზე საქმეშია გაკაფული,მისი გაჩერება წარმოუდგენელი რომ არის,ქარხანაში მომუშავენი სახელეობრ,რომ საქმიანობენ და არ ჩერდებიან,შემდეგ კი უცბად ყველანაირი ენერგიის წყარო,რომ გაწყდეს და დროებით შეჩერება მოუხდეთ. აი ამ ენერგიის წყაროს შეწყვეტას გავს ჩემთვის მუსიკა. ჩემი ტვინის ბედიც,ქარხნის ბედს იზიარებს. ზოგადად მუსიკას ჩემთვის საოცარი დატვირთვა ჰქონდა,ჯერ კიდევ იმ ასაკიდან,როცა საერთოდ არ ვკავდებოდი ფიქრით. თუმცა მაშინ მუსიკაში საერთოდ სხვა ფასეულს ვეძებდი, გასართობი ტექსტი და ამყოლი ინსტრუმენტალი hip-hop(west side).(ამ პერიოდს ზაფხულის თვე ვუწოდე) შემდეგ კი იყო ტექსტი. მუსიკის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა ტექსტი და სასიამოვნო მშვიდი ისნტრუმენტალი,იყვნენ:კუმლე,ტელესკოპი,რეცეპტი,იყო ასევე წერილი,იყო შარქათაქი და იყო ლადო ბურდული,მისი გასაოცარი პერსონათი. მუსიკის ხიბლმა სახე იცვალა,მსგავსად ფერიცვალობისა. აქ უკვე შემოდგომაში გადავინაცვლე,თითქოს ხასხასა მწვანე ფოთლებმა გაყვითლება იწყეს,თითქოს ჩემმა გონებამ სეზონური ცვალება განიცადა. შემდეგ მახსოვს იყო ზამთარი,დრო როდესაც ხემ საერთოდ დაკარგა ფოთლები,თითქოს მუსიკა საერთოდ სევდის გამღვივებლად იქცა. იყო Viktor Tsoi,Fugazi,nirvana,beach house,Plaqksa და კიდევ უამრავი. მუსიკასთან ერთად სეირნობა,ნაპირზე იყი საუკეთესო რელაქსი. თუმცა ამ პერიოდში მუსიკა ჩემი ისნპირაცია გახდა, ერთხელ ვიფიქრე “ხელოვნება შთააგონებს ხელოვნებას”-თქო, მოვუსმენდი მუსიკას და ვიწყებდი ლექსების ძერწვას. მომწონდა დაწერამდე მოსმენა,მოსმენა სეირნობისას,მოსმენა ძილის დროს,თითქმის ყოველთვის. მუსიკამ სხვა ხიბლი შეიძინა და ბოლომდე ჩემთან ერთად იყო,ყველა ჩემს ცუდ თუ კარგ მომენტში,რადგან მივლიდა. ზამთრიანი მუსიკა მშვენივრად გამოიყურებოდა. შემდეგ შევამჩნიე,რომ ჩემს გონებაში ცვალებადობა დაიწყო,გააფთრებული ფიქრი,აღელვებული ზღვის მსგავსად,აწყდებოდა ჩემი თავის ჯებირებს, როგორმე ამ ფიქრების მოთოკვა უნდა მეცადა. ვხვდებოდი რომ ზამთრიანი მუსიკა ამ ფიქრების მოზღვავებას ხელს უწყობდა, და მივხვდი,რომ აქ უკვე იწყებოდა მუსიკის კვლავინდებური ფერიცვალება. მალევე აღმოვაჩინე,რომ ძველი დროის სიმღერები,რომლებიც უკვე მივიწყებული მქონდა და მათი მოსმენისას ყველანაირი გრძნობა დაღვრილი მქონდა,ესე ვთქვათ მისი გამოყენების ლიმიტი ამოწურული იყო,ისინი ამ ფიქრების გაღვივებას ხელს უშლიდნენ. როგორც გაზაფხულში მატყუარა მზე ხელს გიშლის გრილად ჩაცმაში,აი სწორედ ეგრე,გაზაფხულის მზესავით მიშლიდნენ ხელს ეს მუსიკები ფიქრში. ამის დახმარებით ახლა,გაზაფხულით ვცხოვრობ და თუ კი დაინახავთ,რომ ვზივარ უბრალოფ და მუსიკას ვუსმენ,ესეიგი ფიქრების გაჩერებას ვცდილობ და ყველაფერი კარგად არის. ვთვლი,რომ მუსიკის გარეშე სამყარო ამაზე უფრო მოსაწყენი იქნებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი