სიმწირე


ღამის ქარებში მოსჩანს სიცივე,
და უსაშველო გულის ტკივილი,
არის დროება დიდი სიმწირე,
არეულ ბედის,ღმერთთან ჩივილი.

გადაიპენტა ბნელით საღამო,
ქარები ისევ ქრიან ოცნებად,
აღმოცენდება სადმე მალამო,
ამ ტკივილების გადასარჩენად.

ზღვის ხმა კი ანგრევს გარშემო დუმილს,
მიყურადება დამჩემდა ჩვევად,
მოვარდნილ ტალღას გავანდობ სურვილს,
რომელიც ჩემში ჩაბუდდა მცნებად.

მინდა რომ შუქი შევიგრძნო თვალში,
ისევ ისეთი ფერებით ვცრიდე,
მინდა რომ ვიდგე მე კენტი ქარში,
და გატეხილ ცის,ტირილად ვწვიმდე.

ღამის ქარებში მოსჩანს სიცივე,
და უსაშველო გულის ტკივილი,
არის დროება დიდი სიმწირე,
არეულ ბედის,ღმერთთან ჩივილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი