ლანდები


დამსდევს ლანდები,
სადაც დავდგები,
ქრიან ქარები,
ვარ ავდარებში.
ღამე ნაქები,
მრჩება ნარჩენი,
მუქი თვალების,
მოგონებების.
დამსდევს ლანდები,
სადაც დავდგები,
ქრიან ქარები,
სულთ დამდაგენი.
ლპება ნატკენი.
შენგან დარჩენილს,
თვალებ ახელილს,
მხვდება სახლები,
უფრო კარგები,
უფრო სახლური,
უფრო ნაჩვევი.
ქრიან ქარები,
არ ჩანს დარები,
ახლა წვიმები,
მსგავსად მისნების,
მოდის ისრებით,
მოდის ამბებით,
მოდის თარეშით,
ამ ჩემს მხარეში,
ვარ სულ ქარებში,
სულ ავდარებში,
სრულ კამარებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი