თეთრი გედი
მძიმე ჯაჭვით, მაჯა - მარჯნით, ვკლავდი ძახილს, ჩემში განცდილს. ლანდი გამდის, სვლას არ მაცდის, სევდა - დარდით, ლექსი გამდის. თითქოს არსით, ვაგავარ აჩრდილს, სახე წაშლილს, და გადაღლილს. მძიმე ჯაჭვით, მაჯა - მარჯნით, გვერდის ავლით, გავცდი ნაპირს. ხელში კალმით, მუქი თვალით, ვამჩნევ ამინდს, როგორ მაწვიმს. წვიმა გამზრდის… წვიმის ფასით, გავალ ფაზისს, გავალ ოკამს, ოჩოკოჩიც კი ვერ მომკლავს. რაც დავთესე, ვაცდი მომკას. მძიმე ჯაჭვით, მაჯა - მარჯნით, არ ვარ მარხვით, მზეს ვიპარავ, პაპას ნაბდით. ჯვარს ვისახავ, წრფელი ხელით, მე რა მელის?.. ღამე მებრძვის, ცხარე ცრემლით, მესმის გედი,როგორ მღერის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი