რამ დაასათაუროს?
ყოველი ღამე თეთრად გაქროლდა, თითქოს ნისლებში დაიდო ბინა, ჩემი ოცნებაც ისე აორთქლდა, როგორც უსაზმნოდ ნასროლი ტყვია. მივეშურები ქვესკნელს - ადიოს! გრძნობამ მახვილით ღვარა სისხლები, მე ვიცი ტკენამ უნდა გამსდიოს, თორემ პოეტი ვეღარ ვიქნები. ქარი არ ტოვებს გარეთ ადგილებს, საამურ ყოფას უთხრის საძირკველს, და როგორც ლოთი სავსე სასმისებს, ისე ვუყურებ ღამის საფიქრელს. ვიცი ეს ღამეც რამეს მანიშნებს, უბედურ ყოფის შექმნის ნაწილებს, მერე კი შორეთს მარტოს წამიღებს, რომ შემაგებოს სხვა გზის ნაპირებს. ეს ღამეც მსგასვად,გაქროლდა თეთრად, დატოვა მხოლოდ ჩვეული კვალი, ჩემი მუზები აქცია ლექსად, ჩემი გული კი დატოვა მკვდარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი