ოქტომბრის ღამე


ოქტომბრის ღამე ირგვლივ მძვინვარებს,
ფიქრი აწყდება ათას ბოდიალს,
ეს გული გასცდა უკვე მყინვარებს,
ზღვას ჩამოუტანს ამ ლექსს თოლია.

მთებზე თოვლია,ფიფქთა ნამქერი,
სევდის წვიმები აღარ მივლიან,
ახლა შორეულ ტკბობას გავცქერი,
მოგონებები თვალწინ მირბიან.

გარბის სათქმელი შავ მერანივით,
არაქვს სამძღვარი ლექსთა კოლონას,
ცრემლი ვიხმარე მე მელანივით,
ლოყის არეზე ვწერდი მოთხრობას.

ჰო,სიმძიმილის არის ნაკადი,
უწყვეტი მსგავსად ძველი თერგისა,
ვარ 21-ის,რა მაქვს ნანახი,
მაგრამ ცხოვრება მაინც შემძულდა.

აუღებელი რჩება გონება,
ვით ბაბილონის ბერი კედლები,
დღეს ისევ მოკვდა ჩემი ოცნება,
კვლავ ტკივილების ტბაში ვეშვები.

ვინმემ ისმინოს ამ გულის მოთქმა,
ალბათ საშველად ეს გეფიქრებათ,
მე სხვანაირი მჩვევია ყოფა,
და სხვანაირი გზა მერკინება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი