მღელვარება
საყდარ მოცლილი სამანის იქით, ტყვიის ზუზუნი ისმოდა მკვეთრად, მისგან ნაშობი ნატიფი ხიბლი, მესახებოდა სიზმრებში ღმერთად. მესახებოდა და მღვრიეს მხდიდა, მისი შეხება - პეპლის ეფექტით, თუმცა ის მაინც ამაყად იდგა, და დამცინოდა მისი შეხებით. ხო,ეს ზღვა იყო,ღმერთად ნაშობი, მხეცივით დუღდა,მახსოვს წუხელის, დარდების მძიმე ჰქონდა პათოსი, და ხელს უწყობდა მწარე წუხილებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი