ტალღები
წუხელის იყო დიდი ტალღები, ზღვა პასუხობდა ჩემს აგრესიას, ღამეს მოჰქონდა ჩემთვის დარდები, ყოფას მიქცევდა ურჩ ტრაგედიად. ჩემი პიესის დადგმას ელოდა, შავი ღრუბელი,ზეცით ნაფერი, მე კი დანაცრულს სახლი მელოდა, წიფლის და წაბლის ფიცრით ნაგები. ხო ის სასწაულ ქიმებს ისროდა, ღრიალით კენჭზე კენჭს არ ტოვებდა, ალბათ დარდების ომში იბრძოდა, და გამოღწევას ასე ლამობდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი