ოხშივარნადენი სანაპირო
ოხშივარს გაჰქონდა მთელი სანაპირო, მე კი მის მხედვარე ვიყავი მთვრალი, მთელი ღამე იყო უკიდეგანობა, მე კი სევდაში მეხრჩოდა თვალი. ასე დაღამებას შეერწყა ღმერთი, ისე გათამამდა დაიწყო ნგრევა, მთელი ღამე იდგა,ვით კაცხის სვეტი, და სალამურივით შორიდან სჭექდა. იყო განთიადი და დიდი ტალღები, იყო უეცარი მკვახე სევდა, იმ დღეს ჩამოინგრა კედელი სახლების, იმ დღეს აგრესია პირისპირ შემხვდა. ასე აბობოქრდა ზღვა და მისი ჯანი, ასე იშვიათად იცის ხოლმე, თუმცა პოეტისთვის ეს წყნარი, მუნჯი,სევდიანი,შავი ღამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი