კენტი
გავდივარ გარეთ,ირგვლივ ღამეა, სიბნელე ცაზე ერთბაშად ელავს, ჩემთვის ცხოვრება რა რიგ მწარეა, თუმცა არასდროს არ ვითხოვ შველას. ირგვლივ ღამეა,ვიწყებ ხეტიალს, ასეთ ყოფას კი ვუცხადებ უარს, თუმცა რას იზამ,ალბათ ბედია, ცხოვრება დარდს და ლექსების შუა. ირგვლივ ღამეა,გამექცა სიტყვა, მწარე ყოფის ვარ,მე მონაწილე, გაისმის ისევ,რაც მაშინ ითქვა, რომ თავი სევდას ვერ მოვაცილე. ირგვლივ ღამეა,ვარ ისევ კენტი, ჯიბე სავსეა მუზებით ახლა, მე რად მინდა ცხოვრებაში მეტი, სასმელის და ამ ლექსების გარდა. ირგვლივ ღამეა,იწვის სანთელი, და გარშემოა უღრუბლო ნისლი, ახლა დაძრწიან ჩემთან ლანდები, და მომდის ცრემლი,დავღვარე სისხლი. ირგვლივ ღამეა და მიჭირს ხედვა, დარდის და მოთქმის ისმის ღრიალი, მე შეიძლება პოეტი ვერა, თუმცა ვიყავი ადამიანი. და მომდის ცრემლი,დავღვარე სისხლი, ისევ ღამეებს ვუხდი მადლობას, ჩემთან მხოლოდღა შემორჩა ნისლი, და დღესაც ბავშვი,ისევ მარტო ვარ. გავდივარ გარეთ,ირგვლივ ღამეა, ვდგავარ წვიმაში,ზეცაა მწირი, ჩემი ცხოვრება რა რიგ მწარეა, ვდგავარ დასჯილი ქუჩის კუთხეში, ვდგავარ და ჩუმად ბავშვივით ვტირი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი