მაისი
ყოველი მაისი იმეორებს განშორებას, თავში შენი სახე ნელ-ნელა იშლება, თუმცა შენზე ფიქრი მაინც არ მშორდება და გული ჩემი დარდით ილევა. ყვავილებს შეგარქვი,რომ მუდამ გიარო, არმინდა ზრუნვა რომ შევწყვიტო. მინდა,რომ ამ ქვეყნად ფერებით ვიარო და ჩემი მავანი ბუნებით შევიცნო. ჩემი ოცნება ახლა ღადოა, და სატევარი ბაბუს ნაქონი, წლები გადიან,ისევ მარტო ვარ, ისევ არა მაქვს გზები ნაპოვნი. ვერც აიაზმის სმამ ვერ განმკურნა, ჩემს გულს ივლისშიც კარგად ათოვდა, ნუ მეკითხებით ასე რატოა, წლები გავიდა ისევ მარტო ვარ. აქ ჩემი ლანდი თავისთვის მიდის, ახლა სივრცენი უფრო ფართოა, დიდხანს ვუარე საკუთარ სინდისს და წლების შემდეგ,ისევ მარტო ვარ. ჭიქა-არაყზე თავის შექცევით, ამ გულმა სევდა ვერ მიატოვა, ღამით წერასაც ვერ გავექეცი და წლების შემდეგ,ისევ მარტო ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი