შორეთი


მივდივარ შორეთს გავიმარტოვო,
სადმე უდაბურ ტყეში.
თუმცა საქმენი არ მიტოვო…
მუდამ ჩამესმის ყურში ეს ხმები.

მე კი საწყალი და ისევ მარტო,
კენტი,ვით გალა თავის საწოლთან,
ვცდილობ,რომ თავი კვლავ არ გადავდო,
ვიბრძვი,თუმც შენ მაინც არ მოხვალ.

და რატომ მინდა მოხვიდე ასე,
როცა შენა ხარ ვინც ამად მშობა,
ალბათ ბედია,რომ სიზმრად გნახე,
შენზე ნაწერი,რომ აღარ მქონდა.

ბედი შორდება თურმე უბადრუკს,
ასე ჩვევია,ჩვევაა მისი,
მე კი დამთვრალი სულით ტრუბადურს,
მიმამსგავსებენ,იტყვიან ხიბლით.

მაინც ყოფაა ასე თუ ისე,
მაინც ჩემია,რავქნა მიყვარდეს,
ვალია ჩემი და რავქნა,მივსდევ,
მაინც ჩაძირულს,დაე მძირავდეს.

ასე უხეში ვერლიბრიც კვდება,
ჩანაწერები კი თაროვდება,
ჩემი ოცნება სიძნელეს ხვდება,
და საბიასიც,მით მარტოვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი