სასჯელი


ჩემი სასჯელი შავი ზღვის ღელვაა,
ოხშივარ ნადენი ნაპირის ნგრევაა,
იადონს ნამღერი მუსიკის სმენაა,
ბუნების ნაფერი ფოთოლცვენაა.
წასული გუნების კარგული სითბოა,
და ნეტარება უხეში სულისა,
გაბლარულ ღამეში ნადენი სისხლია,
დაკარგულ მთვარეში ნაძებნი გულისა.
დაცემულ რაინდის ხმალია მინდორზე,
გასრესილ ხვლიკის კუდია კლდეზე,
ნაგლეჯი ტყავია ბაბუს ღვინოზე,
და მოუსვლელი ასული სვეტზე.
პოეტს დაკარგული ლექსების დარდია,
სულისგან გაყრა ხორცისა,
მე ეს სასჯელი რაში მარგია,
ხმა თუ არისმის ბულბულის ლოცვისა.
ვარ ლიხს იქით და ლიხს აქეთ,
ვარ მდინარის ნაპირი,
არ მარგია მე რამედ,
შენი ენა და პირი.
სხვების ლოცვის სასმენად,
არმინდა რომ დრო ვკარგო,
ჩემთვის მაინც სასმელად,
რჩება ცხრუკვეთის წყარო.
აი იაც გაირინდა,
ზამთარია გარშემო,
ჩემი ჩიტიც გამიფრინდა,
დამრჩა მუქი გარემო.
აი იაც დაიმალა,
ზამთარია საჩემოდ,
მზე კი სადღაც დაიკარგა,
მე,წვიმა უნდა გაჩვენო.
ვარ ბნელი დროგამოშვებით,
ვარ მუქი ყოველდღიურად,
და თვალები მე შენი,
თავს მახსენებს წლიურად.
აირია,გაირია,ხალხი ხალხთა ქორწილში,
ჩემი საქმე გაიწელა,
მე აღარ ვარ ლოდინში.
ჩემი სულიც აიმღვრევა,
ვით წმინდა წყარო დიდ ზღვაში,
მიტომ ვირჩევ მარტოობას,
რომ გადვურჩე მღვრევას ხალხში.
არის ია,არის ვარდი,არის სვია მომწვანო,
თუმცა ჩემსკენ არაფერი,
მხოლოდ დარდი მოდარდობს,
და ხანდახან ღიმილები,
და ხანდახან,დროდადრო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი