მე მინდა ვიყო სევდა
მე მინდა ვიყო სევდა, ჩუმ და განაბულ ტყეში, მერე ვიტყვი,რომ ძგერდა, გული ჩალეწილ მკერდში. მე ეს სურვილი მუდამ თან მსდევდა, ვძმობილდებოდი ასეთ ფიქრებთან, რომ იყოს ახლა,ვიცი,ჩემ სევდას, გალაკტიონიც ვერ გაიგებდა. ცხოვრება არის,როგორც წვალება, ადამიანი შეიქმნა მისთვის, მისი ცხოვრება არის ზმანება, ხან უხარია,ხანაც კი ტირის. და ამ ცხოვრებას რისი ფასი აქვს, გამოსარკვევი დარჩება ისიც, კაცმა თუ იცის რა უხარია, კაცმა თუ იცის ტკივილი სხვისი. მატარებელი სადღაც რომ მიჰქრის, ცივი ქარების ისმის გოდება, ჩემი ცხოვრება ჰგავს მომცრო ტირიფს, რომელიც თან მძულს თან მეცოდება. მატარებელი წაიღებს ტკივილს, მე კი ვიქნები ნანატრი სევდა, ჩემს თავს ძვირფასო,ვაჩუქებ ტირიფს, რომელიც თან მძულს თან მეცოდება. მატარებელის მგზავრი ვარ მხოლოდ, მატარებელი მუქი ფერია, ჩვენ მივადექით სიცივის ორმოს, დღეს ხომ ძვირფასო,დეკემბერია. სჩანს ეს ტყეები დადუმებულან, ჩვენ შორის დარჩა გზა და ხრიოკი, ეს ოცნებებიც გამუქებულან, როგორც ცხოვრება გალაკტიონის. მე კი კვლავ მსურს,რომ ვიყო სევდა, და წავიდოდი თქვენგან სულ შორეთს, მომიკითხავდა მშობელი დედა, მომიკითხავდა ჩემი დაც,ვგონებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი