მწუხარება
და გზას მივყვები მე უნაპიროდ, თან უცნაური ყველა მხარეა, ვარსებობ ისევ უამინდოდ, ჩემი ცხოვრება სიმწუხარეა. მივყვები ნაპირს და ყველა ფიქრი, საუბედუროდ მძიმე რამეა. და მთვარის შუქზე მოსიარულე,მივხვდი ჩემი ცხოვრება სიმწუხარეა. აქ ბედნიერი ვერავინ ვნახე, ბედნიერება თუ კი სადმეა ხომ შეიძლება ჩემთვისაც ჩანდეს, ჩემი ცხოვრება სიმწუხარეა. თან,როგორ ბნელა ქუჩის კუთხეში, დღეს უცნაურად მძიმე ღამეა, არ მოიძებნა ჩემთვის ნუგეში, ჩემი ცხოვრება სიმწუხარეა. მე მოვარიდე თვალს ყოველივე, თუმც სხვანაირად თეთრი მთვარეა, მე ამ ტკივილებს ვერ მოვერიე, ჩემი ცხოვრება სიმწუხარეა. რაც შენ წახვედი არ მიძინია, ვახ,უშენობა რა რიგ მწარეა, სხვაზე არასდროს არ მიფიქრია, ჩემი ცხოვრება სიმწუხარეა. გავშეშდი მარტო,ვით ქანდაკება, ვეღარ ვუძლებდი მწარე წამებას, როცა სხეული სულს გადაება, და ლექსს შევარქვი მე მწუხარება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი