სავალი


ამბობენ ბევრი გაქვსო ჯერაც სავალი,
მე კი მგონია,ყველაფერი დამთავრდა უკვე,
ხან რა მუქია მომავალი,
ხანაც პირდაპირ თვალებში ვუმზერ.
ვუმზერ და ვხედავ,ჩამქვრალია მთელი გზა-შარა,
ვხედავ,რომ ჩემთვის ყველაფერი ჩამოიშალა,
მარტოსული ვარ,მარტოდ მდგომი,
ასეა ახლა,
და არაფერმა არ უშველა ამ ჩემს იარას.

ამბობენ,ჯერ როდია,20 წლისა ხარ,
ცხოვრებას ახლა იწყებ პოეტო,
ისინი კიდევ ვერ ხედავენ და ვერ ხვდებიან,
ეს დარდები ამ სულს,როგორ მოედო.
რომ დამნაცრა სევდის მეწყერმა,
წესი ამიგო,გამაცილა მე ბოლო გზაზე,
ვერ ამაცილა,ეს სასჯელი,დროებით მაინც
ნუთუ ვერ ხედავთ,ვერ მატყობთ ხმაზე?

ჩემთან არიან პოეტების მთელი ლანდები,
ტერენტი,გალა,პო და ფერაძე,
ვერ ამაცილეს მათ მე დარდები,
და მეც დავეცი,
თქვენ კი ვერ ამჩნევთ.
ხედავ გრანელო,
რა ყოფილა ყოფა ამ დროში,
მე ყველაფერი უნდა გამეგო,
თუმც ვერაფერი შევიცანი,
ამ მღვრიე ბრბოში.

ჩემო გრანელო,ჩემო გალა,ჩემო ტიციან,
მათ რა იციან,
იმ ნაღველის,თქვენ რომ ატარეთ,
თვქენ რომ წერეთ,თქვენ რომ გვანახეთ.
თუმცა გამგებმა გაიგო მხოლოდ,
და კვლავ ჩვენ დავრჩით ბოლოს და ბოლოს,
მძიმე წუხილებს ვუთენეთ ღამე,
მერე დავკარგეთ რამდენი რამე,
და დავრჩით ისევ,
აბა რა გითხრა მეგობარო,ძველებურად,
ისევ ვსვამ,ისევ სუნი მიდის თამბაქოს,
და რაც არ უნდა თავი ვკარგო,
მაინც არ ვნაღვლობ,
ასეა კარგო.
ჩვენ კვლავ ვართ მარტო,
მე,სასმელი და მყრალი თამბაქო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი