მე თურმე მთვარე მეძებდა წუხელ
მე თურმე მთვარე მეძებდა წუხელ, რადგანაც გრძნობდა მხურვალე წუხილს, ჩემსას,რომელიც ქარებთან ქროდა და მზის სხივებშიც სიცივეს გრძნობდა. და თითქოს ღამე მესვენა გულზე, დაღლილი ხელი,მეჭირა ხელში, და ვსაუბრობდით ჩუმად ჩვენს მწუხრზე, რომელიც ასე გვტკიოდა მკერდში. და გარეთ ისევ,ქარები ქროდა, ჩუმი სიცივე ქაოსში ძრწოდა, ტკივილს ყინავდა მორიგი წამი, და მაღლდებოდა ჩემ თავზე თავი. მე თურმე მთვარე მეძებდა წუხელ, რადგანაც გრძნობდა მძვინვარე წუხილს. მე ისევ ღამეს,ღამეებს ვუთევ, რადგანაც მარტო არ დარჩეს იგი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი