წვიმის წვეთი
ზის წვიმის წვეთი ფანჯრის რაფაზე, გარეთ სიცივემ დაიდო ბინა, მთვარეს კი სიტყვა ჩუმად გავანდე, თუ რატომ ვბორგავ,თუ რატომ მტკივა. წვიმის წვეთები ხოხავს სარკმელზე, სანთელი იწვის ოთახის შუა, მე კი წერისთვის ისევ განვეწყვე, რადგან ულექსო ცხოვრება მღუპავს. და აირიენ თითქოს ფიქრები, მთებზე კი უკვე ჩამოთოვლილა. ეს ტკივილები,როგორც სიმები, ჩემ გულის თაღზე ჩამოწყობილან. ზის წვიმის წვეთი ფანჯრის რაფაზე, გადანაცრული ვდევარ მის უკან, გავცქერი შორეთს,ჰორიზონტს მიღმა, რადგან უფიქრო ცხოვრება მღუპავს. და ის სანთელიც ჩაიწვა ბოლოს, რომელიც იდო ოთახის შუა, მე ლექსის წერით ვიცოცხლებ მხოლოდ, რადგან ულექსო ცხოვრება მღუპავს. ჩუმად გრანელის ლექსებს ვკითხულობ, მისი ტკივილის მე მესმის მხოლოდ. და ჩაძირული,ხშირად ვპირქუშობ, მე სანთელივით,გავქრები ბოლოს. ჩამოიღვენთა სანთელი ბოლოს, ჩამოიღვენთა ამ სულის კიდე, მე დასაძრახი მიტომ ვარ მხოლოდ, რომ თავი ჩემი ვერ აგარიდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი