Enfant du malheur
მე მივდიოდი წვიმიან გზაზე, და ირხეოდა ნაძვის რტოები, მივისწრაფოდი გულღია ზღვაზე, რომ გამემჟღავნა ფიქრი პოეტის. მერე გაიტაცა ფიქრი ქარიშხალმა, მე კი ვსეირნობდი ნელი სიარულით, დამწვა მოგონების მძიმე ალმა, როცა შემეგება ტაშით სინანული. თუმცა გადაკარვას მაინც ვერ ვეხები, წყნარი სუჩუმეა ირგვლივ,ამ ნაპირას, მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები, მხოლოდ მარტოობა დამჩა გასაკვირად. მერე დუმილების იყო აღმაფრენა, სადღაც ტბას ჩაუყვა თეთრი გედი, მზერას ზღვის ნაპირი ურჩად არ მაცელდა, როცა მარტოობის დღეებს შევხვდი. მერე შევეგებე აზრად მე გრანელს, მისი ფიქრი იშვა ჩემში განსაცვიფრად, ერთად ვუთვლიდით ყოფას წამებს, რადგან გაღიმება არცერთს არ გვეღირსა. მე მივდიოდი წვიმიან გზაზე, და ირხეოდა ნაძვის რტოები, მივისწრაფოდი გულღია ზღვაზე, რომ გამემჟღავნა ფიქრი პოეტის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი