ყვავილი
ახლა შენ უმზერ ყვავილის რტოებს, ხელთ გიდევს ჩემი ლექსთა კრებული, მიგონებ ალბათ სევდიან პოეტს, და ზიხარ ჩუმად,გარინდებული. მე მენატრება შენი თვალები, ფიქრი დავჭერი ათას ნაწილად, თვალებში ქრიან შენი სახენი, და ჩემთვის რჩები ისევ ყვავილად. სახე ნატიფი,სახე სინაზე, სახე,რომელიც ვეღარ გაივლის, და მონად დავრჩი მე მის წინაშე, რომელსაც ქვია ჩემი ყვავილი. როგორც ნისლი დილების, შენც მიჰყევი ქარებს, სანთელივით ვილევი, ნეტავ.. სანთელივით დავდნე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი