თხოვნა-სურვილი
მთვარე ისევ დარაჯია ფიქრის, სევდის რაში,ისევ შორეთს მიქრის, მე კი,მაინც მომლოდინე წვიმის, ვდგავარ ქარში და ყვავილებს ვითვლი. უხილავი მგოსანია თქვენთან, თვალებს ვხუჭავ და ვსაუბრობ ღმერთთან, მას ვუყვები როგორი ხარ მზეში, და ვუყვები,რომ ვერ შემცვლის თქეში. რომ სინანულს წინ უძღვოდა დაღლა, რომ ამ ღამეს უნდა გადატანა, რომ მომწყურდი ახლა ისევ კარგო, ნეტავ სადმე,გავლით მაინც გნახო. წამებაა ახლა ღამის თევა, რადგან მიწევს ამ ფიქრებთან შებმა, რადგან ვიცი აწი აღარ მოხვალ, თავს კიარა,დარდსაც კი ვერ მოვკლავ. დაათოვა ახლა ძლიერ ღადოს, სიცივეა უჩვეულოდ ბარში, უშენოდ ვარ,ვერაფერი მათბობს, ახლა მძიმე ქაოსია თავში. და მომწყურდი უთენია ისე, თვალი გეძებს,გული ტირის მყისვე, ვერ გპოულობთ,არც სიზმარში მოხველ, თუ კი მოხვალ,რაც მოგინდეს მთხოვე. მორიგია ლექსი ახლა შენზე, მერამდენე თვლაც კი ამერია, ლამაზი ხარ,ლამაზი ხარ მზეზეც, უშენოდ ეს წლებიც მალვით წამებია. განვმარტოვდი,ავიცერი სხვებზე, დავივიწყე ყველა ლაღი გრძნობა, შენ ერთი ხარ, ხოდა მაგ ერთს გეძებ, შეერია თვალებს მწარე გლოვა. მაისია ჩემი სევდის თავდები, ვუწყრები და მეზიზღება ძლიერ, გამიშალე შენი ნაზი მკლავები, ჩამიკარი,ჩამიკარი ძლიერ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი