პერსონა ნონ გრატა


დაკარგულ თვალებს,შერჩენიათ შენი ლანდები,
დაღალულები,ხედავენ ძლივსღა,
ბოლოს ავდგები მაგ შენს ტანში დავიკარგები,
და მოვინდომებ ვიცოცხლო დიდხანს.

და გარეთ წვიმდა,
იყო ქარბუქი,
აღარაფერი დარჩენილა იმ ღამეს წმინდა,
შენ რომ წახვედი და დატოვე ფერები მუქი.
სწორედ მაგ ღამეს,
მე ვიქეცი სიზიფეს მითად,
ოღონდ ეს ლოდი ჩემს გულს ვატარე,
ვატარე დიდხანს,
ახლაც გორდება,თავს კი ვერ ვიცავ.
მეგონა მაინც მეტყოდი რამეს,
თუნდაც,როგორ ხარ ჩემო საბიას,
და აღარ ვთხოვდი შენდობას მთვარეს,
ასე რომ ვტანჯავ,ჩემი შემყურე.

მარტო დარჩენილს შემრქმევია “პერსონ ნონ გრატა”,
ჩემთვის ხილული დარჩა კარი მხოლოდ ჰადესის,
რომელიც ასე გვარიანად ახლაც კი მტანჯავს,
თუმცა სასრული რა არის მაინც,იყავით თქვენთვის,მე კი გამეშვით.

რადგან დავწერო ლექსი მსერავი,
რომელიც აპობს ზღვას თან ტალღიანს,
სამანი ჩემთვის იყოს მკვლევარი,
რომელიც ღამეს იპყრობს,მთვარიანს.

და ასე შენზე ფიქრებით დაღლილს,
დიალოგი მაქვს საკუთარ თავთან,
ვოცნებობ მივხვდე,რომ დარდი არ ღირს,
იმაზე,რაც უკვე წარსულში დარჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი