ქარების მღერა
მცივა და ვუსმენ ქარების მღერას, მთვარე,რაღაცას თავისთვის გალობს, მოღამდა და ვიწყებ წერას, ჩემში კვლავ დღესაც პოეტი სახლობს. ნეკერჩხლები იწვიან სადღაც, სადღაც წიფელა მოწყვიტეს ფესვებს, პოეტი დადის ქუჩაში ახლაც, ქვებზე იწმინდავს ჩამომხმარ ხელებს. დარდმა იწვნია თავისი მარცხი, ხეებს რატომღაც დაეტყოთ დაღლა, ჯერ რა დროსია წვიმების მარტი, ჯერაც ზაფხული ახლახანს გაგვცდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მარტი გვეღირსა