სიბეჩავე


სიბეჩავეა ყველაფერი,  
თუნდაც ბუხარში ნაცრის ქექვა,
ჩემი ჩვევებია ბეჩაობა,
გარშემო წყვდიადს,რომ ვთესავ,
ფერიცვალება მე ვარ.
წელიწადები მე ვარ.
წუთიც,წამებიც და საათებიც,
ყველა გაფრენა მე ვარ.
ცუდი ამინდი მე ვარ.
კარგი ამინდიც ზოგჯერ,
გამონათებაც? 
დიახ,თავი,რომ მქონდეს.

სიბეჩავეა დილა,
და იგიც,რაც მას მოსდევს.
სიბეჩავეა მიწაც,
რომელიც აჩენს მონებს.
სიბეჩავეა ფული,
და მისთვის თავის გახრწნა,
ბეჩაობაა გულიც,
რომელიც ასე გვტანჯავს.
სიბეჩავეა ყოფნა,
სადაც ცხოვრობენ იმედით,
რომ ვინმე მართლა მოვა.
უკვე იყო და გაუშვით,
წარსულს ლაფები ანთხიეთ,
ჩაიხჩვით მაგ თქვენს ტრაურში,
მერე კი “ნატო” ადიდეთ,
ერთად შეკრებილ ხმაურში.

მე კი ყველაფრის შემყურემ,
მივხვდი რომ კარგი ჩვევაც მაქვს,
არ ვუსმენ სულით პეტუხებს,
ვიცავ საკუთარ არჩევანს
ამით არაფერს ვაფუჭებ.
გული მაქვს,როგორც ალიზი,
და მიყვარს სოციალიზმი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი